მამუკა ბახტაძე - მტერი ყოველთვის გრძნობდა, რომ ქართველი ერის გულისცემა დედა ეკლესიაში იგრძნობოდა, ამიტომაც შეტევის სამიზნე ხდებოდა
მამუკა ბახტაძე - მტერი ყოველთვის გრძნობდა, რომ ქართველი ერის გულისცემა დედა ეკლესიაში იგრძნობოდა, ამიტომაც შეტევის სამიზნე ხდებოდა

ისტორიის მანძილზე ქართულ ეკლესიას და მის საჭეთმპყრობელებს უამრავი დაბრკოლებისა და განსაცდელის გადატანა მოუწიათ, მტერი ყოველთვის გრძნობდა, რომ ქართველი ერის გულისცემა სწორედ ჩვენს დედა ეკლესიაში იგრძნობოდა ,- ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ამიტომ მთავარი სამიზნე ხშირად ეკლესია ხდებოდა.

ამასთან, მამუკა ბახტაძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს მხნეობასა და ჯანმრთელობას უსურვებს.

„ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი ისტორია არის ბრძოლის ისტორია თავისუფლებისთვის. ამ მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე ქართულ ეკლესიას და მის საჭეთმპყრობელებს უამრავი დაბრკოლებისა და განსაცდელის გადატანა მოუწიათ. მტერი ყოველთვის გრძნობდა, რომ ქართველი ერის გულისცემა სწორედ ჩვენს დედა ეკლესიაში იგრძნობოდა და ამიტომაც, ხშირად ის ხდებოდა შეტევის მთავარი სამიზნე. მე, როგორც ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ერთ რიგით შვილს, მსურს, ვუსურვო უწმინდესსა და უნეტარესს მხნეობა და ჯანმრთელობა“, -წერს მამუკა ბახტაძე.