მამუკა ბახტაძე - მთავრობამ ხარვეზების არსებობა დაინახა და აქვს კონკრეტული გეგმა, როგორ გამოსწორდეს ეს ხარვეზები
მამუკა ბახტაძე - მთავრობამ ხარვეზების არსებობა დაინახა და აქვს კონკრეტული გეგმა, როგორ გამოსწორდეს ეს ხარვეზები

კარგად მესმის, რომ როგორც ცენტრალური, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების დონეზე, ჩვენ გვაქვს ხარვეზები, მათი ნაწილი უკვე აღმოფხვრილია და ვიცით, თუ როგორ გამოვასწოროთ ის, რაც დარჩენილია, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

მამუკა ბახტაძემ „იმედის“ ეთერში აღნიშნა, რომ მთავრობამ პრობლემებისა და ხარვეზების არსებობა დაინახა და აქვს კონკრეტული გეგმა, თუ როგორ გამოსწორდეს ის. მთავრობის მეთაურის თქმით,ყველაფერი პროგრამის შესრულების სიჩქარეზე, ტემპებზე და ეფექტურობაზეა დამოკიდებული.

პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ბოლო სამი თვის განმავლობაში, ციფრების გათვალისწინებით, სახეზეა მნიშვნელოვანი ხარისხმობრივი გაუმჯობესება, თუნდაც შარშანდელ წელთან შედარებით.