მამუკა ბახტაძე - მთავრობა ეროვნულ ბანკთან ერთად უნაღდო ანგარიშსწორების სისტემის დანერგვას შეუწყობს ხელს 
მამუკა ბახტაძე - მთავრობა ეროვნულ ბანკთან ერთად უნაღდო ანგარიშსწორების სისტემის დანერგვას შეუწყობს ხელს 

მთავრობა ეროვნულ ბანკთან ერთად ხელს შეუწყობს უნაღდო ანგარიშსწორების სისტემის დანერგვას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვილის დროს განაცხადა.

როგორც მამუკა ბახტაძემ განაცხადა, საქართველოს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ჩამორჩენა აქვს.

„მთავრობა ეროვნულ ბანკთან ერთად ხელს შეუწყობს უნაღდო ანგარიშსწორების სისტემის დანერგვას. ჩვენ ამ მიმართულებით გვაქვს მნიშვნელოვანი ჩამორჩენა, მათ შორის მეზობელ ქვეყანებში, აღარ ვსაუბრობ უკვე სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და სხვა განვითარებულ ბაზრებთან შედარებით. ეს რეფორმა განსახორციელებელია ძალიან მოკლე ვადებში და ჩვენ ამას სწორედ ასე გავაკეთებთ. მომზადებულია და უახლოეს მომავალში საკონსულტაციოდ წარმოვადგენთ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლითაც საერთო სასამართლოების სისტემაში ჩამოყალიბდება კომერციული პალატები. ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ ვერც ერთ ეკონომიკურ რეფორმას ვერ ექნება სრულფასოვანი ეფექტი, თუ ჩვენ ამ მიმართულებაში არ განვახორციელეთ ძირეული რეფორმა. ბიზნესისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია რაც შეიძლება მოკლე დრო იხარჯებოდეს მსგავსი ტიპის დავებზე. მე არ ვსაუბრობ მხოლოდ დავებზე ბიზნესუბიექტებს შორის, არამედ ამავე დროს ვგულისხმობ დავებს საგადასახადო ორგანოებსა და კერო სექტორს შორის”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.