მამუკა ბახტაძე - მოვუსმინე გიორგი ქობულიას განცხადებებს და დიახაც, იყო აცდენა ხედვებში, მიდგომებში
მამუკა ბახტაძე - მოვუსმინე გიორგი ქობულიას განცხადებებს და დიახაც, იყო აცდენა ხედვებში, მიდგომებში

მოვუსმინე ყოფილი მინისტრის, გიორგი ქობულიას განცხადებებს და მინდა გითხრათ, რომ დიახაც, იყო აცდენა ხედვებში, მიდგომებში, – ასე უპასუხა ჟურნალისტების კითხვას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ თუ რატომ გადააყენა ეკონომიკის მინისტრის პოსტიდან გიორგი ქობულია.

როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, აუცილებელია, ნებისმიერ ადამიანს, რომელიც არის მთავრობაში, ჰქონდეს ზუსტი აღქმა დღევანდელი სოციალური რეალობის. ამასთან ერთად, არის კონკრეტული პროგრამა, რომელის შესრულებაზეც პასუხისმგებელია საქართველოს მთავრობა.

„გოგა ქობულია არის თავის საქმის პროფესიონალი. რაც შეეხება სხვადასხვა დარგობრივ განვითარებას. ამ დარგების სტრატეგიის განვითარების შემუშავებაში მან მართლაც შეძლო მნიშვნელოვანი სამუშაოს შესრულება. მე მასთან არაერთხელ მქონდა საუბარი. საბოლოო ჯამში, მისი პოზიციაც იყო, რომ გუნდში მუშაობას ვერ გააგრძელებდა და მე მივიღე ის გადაწყვეტილება, რაც ობიექტურად უნდა მიმეღო. ეს საკითხი არის დახურული. ჩვენ გვაქვს ამბიციური განვითარების გეგმა, მოსახლეობა ელოდება სწრაფ შედეგებს. ჩვენ გვაქვს წარდგენილი სამთავრობო პროგრამა და მივყვებით ამ პროგრამის შესრულებას“, – განაცხადა ბახტაძემ.