მამუკა ბახტაძე - მოსამართლეების დანიშვნის საკითხი კონსტიტუციის ჩარჩოებში უნდა იყოს განხილული და ღია კარის მტვრევას არ დაემსგავსოს
მამუკა ბახტაძე - მოსამართლეების დანიშვნის საკითხი კონსტიტუციის ჩარჩოებში უნდა იყოს განხილული და ღია კარის მტვრევას არ დაემსგავსოს

მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის საკითხი კონსტიტუციით უნდა იყოს განხილული და ღია კარის მტვრევას არ უნდა დაემსგავსოს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„მოსამართლეთა უვადო დანიშვნა უნდა გადავადების საკითხზე მოსაზრება არსებობს გუნდში და საზოგადოების ნაწილშიც, აქაც რა თქმა უნდა, პოლიტიკურმა გუნდმა და პარლამენტმა დააფიქსირა ღიაა დისკუსიისთვის მზადყოფნა და ამავე დროს არსებობს ძალიან მნიშვნელოვანი არგუმენტი. ჩვენ გვაქვს ინსტიტუცია და ყველამ პატივი უნდა ვცეთ შესაბამისად, ასეთი საკითხის განხილვაც უნდა იყოს ჩვენი კონსტიტუციის ჩარჩოებში, ეს არ უნდა დაემსგავსოს იმას, რომ ვიღაცა ღია კარს ამტვრევდეს“, – განახადა მამუკა ბახტაძემ.