მამუკა ბახტაძე - მოქმედი ანტიკორუფციული სისტემა საქართველოში დღეს არსებულ გამოწვევებს ვერ პასუხობს
მამუკა ბახტაძე - მოქმედი ანტიკორუფციული სისტემა საქართველოში დღეს არსებულ გამოწვევებს ვერ პასუხობს

ანტიკორუფციული ხაზის გაძლიერებაში ვგულისხმობ იმას, რომ დღევანდელი ანტიკორუფციული სისტემა საქართველოში დღეს არსებულ გამოწვევებს ვერ პასუხობს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, ანტიკორუფციული სისტემა და პოლიტიკა მიმართული უნდა იყოს მსგავსი შემთხვევების გამოვლენაზე, მაგრამ ამავე დროს – რისკების პრევენციაზე.

„სამწუხაროდ, ჩვენი სისტემა ამას ვერ უზრუნველყოფს. ამ თვალსაზრისით საუკეთესოდ მიმაჩნია ბალტიისპირეთის ქვეყნების გამოცდილება, რომელიც თავის მხრივ ბრიტანულ გამოცდილებას ემყარება და საჭიროა ამ პრაქტიკის გადმოღება საქართველოში. მიმდინარეობს შესაბამისი კანონმდებლობის დამუშავება და ჩვენ პარლამენტში აუცილებლად შემოვიტანთ ამ ინიციატივას”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.