მამუკა ბახტაძე - მნიშვნელოვანია, სამშენებლო სექტორში გვქონდეს დაბალპროცენტიანი იპოთეკური სესხები ლარში, ჩვენი პოლიტიკაც სწორედ ამისკენ არის მიმართული
მამუკა ბახტაძე - მნიშვნელოვანია, სამშენებლო სექტორში გვქონდეს დაბალპროცენტიანი იპოთეკური სესხები ლარში, ჩვენი პოლიტიკაც სწორედ ამისკენ არის მიმართული

ჩვენი პოლიტიკა მიმართულია იმისკენ, რომ საპროცენტო განაკვეთები, განსაკუთრებით იპოთეკურ სესხებზე შემცირდეს და მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახდეს ჩვენი მოქალაქეებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ საქართველოს პირველი არხის საინფორმაციო პროგრამა „მოამბეში“ პირდაპირი ჩართვისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა სამშენებლო სექტორის მნიშვნელობას, რომელიც ძალიან ბევრ ადამიანს ასაქმებს და განაცხადა, რომ ამ სფეროში დაბალპროცენტიანი სესხების არსებობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

„ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, სამშენებლო სექტორში გვქონდეს დაბალპროცენტიანი იპოთეკური სესხები ლარში, რათა მეტი ხელმისაწვდომობა ჰქონდეთ ჩვენს მოქალაქეებს. ჩვენი პოლიტიკაც სწორედ ამისკენ არის მიმართული, რომ საპროცენტო განაკვეთები, განსაკუთრებით იპოთეკურ სესხებზე შემცირდეს და მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახდეს ჩვენი მოქალაქეებისთვის. ბუნებრივია, ამ მიმართულებით ყველაფერს გავაკეთებთ“, – აღნიშნა პრემიერმა.