მამუკა ბახტაძე - მნიშვნელოვანია, ჩვენი ეკონომიკის ეფექტური ინტეგრირება მოვახდინოთ მსოფლიო ეკონომიკაში
მამუკა ბახტაძე - მნიშვნელოვანია, ჩვენი ეკონომიკის ეფექტური ინტეგრირება მოვახდინოთ მსოფლიო ეკონომიკაში

ჩვენი ეკონომიკა არის ძალიან მცირე, აქედან გამომდინარე, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ჩვენი ეკონომიკის ეფექტური ინტეგრირება მოვახდინოთ მსოფლიო ეკონომიკაში იმ დიდ ეკონომიკებთან, რომელიც საშუალებას მოგვცემს, მეტი ვივაჭროთ, გვქონდეს მეტი საექსპორტო შემოსავლები და ამით გავზარდოთ ჩვენი ეკონომიკაც, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის შეფასებით, ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანია თავისუფალი ვაჭრობის ის შეთანხმებები, რომლებიც გაფორმდა. მისივე თქმით, უკვე მზად არის კანონპროექტი, რომელიც ამ მიმართულებაში არსებულ ობიექტურ რისკებს დააზღვევს.

„აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ამ სავაჭრო რეჟიმებს აქვს თავისი კანონები. ჩვენ ამავე დროს გახლავართ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი ქვეყანა და შესაბამისი კანონმდებლობის პირველი პროექტი მოვამზადეთ. ის ითვალისწინებს წესებს, რომლებიც ვფიქრობ, იმ ობიექტურ რისკებს დააზღვევს, რაც არსებობს ამ მიმართულებაში,“- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.