მამუკა ბახტაძე - მხარის გუბერნატორებს უახლოეს დღეებში წარვადგენ  
მამუკა ბახტაძე - მხარის გუბერნატორებს უახლოეს დღეებში წარვადგენ  

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, მხარის გუბერნატორებს უახლოეს დღეებში წარადგენს.

როგორც მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, არ აპირებს, ნაბიჯ-ნაბიჯ დანიშნოს რეგიონის გუბერნატორები.

„ჩვენ უახლოეს დღეებში წარვადგენთ გუბერნატორებს. მინდა განვმარტო, რომ არ ვაპირებ ნაბიჯ-ნაბიჯ დავნიშნოთ რეგიონებში გუბერნატორები. ვაპირებ, ერთიანად წარვუდგინოთ გუბერნატორები საზოგადოება”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.