მამუკა ბახტაძე - მიუღებელია მოსაზრება, თითქოს სოფლის მეურნეობას არ აქვს საქართველოში მომავალი, მომავალი აქვს საბაზრო პრინციპებზე ფუნქციონირებად ფერმერულ მეურნეობას
მამუკა ბახტაძე - მიუღებელია მოსაზრება, თითქოს სოფლის მეურნეობას არ აქვს საქართველოში მომავალი, მომავალი აქვს საბაზრო პრინციპებზე ფუნქციონირებად ფერმერულ მეურნეობას

ჩვენი მოსახლების 40%-ზე მეტი ცხოვრობს სოფლად, შესაბამისად, სოფლის განვითარება არის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი. მიუღებელია მოსაზრება, თითქოს სოფლის მეურნეობას არ
აქვს საქართველოში მომავალი,საქართველოში მომავალი აქვს საბაზრო პრინციპებზე ფუნქციონირებად ფერმერულ მეურნეობას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნავს.

პრემიერი ამ განვითარებისთვის აუცილებელ რეფორმებზე საუბრობს.

„მიწის საკუთრების რეფორმა − სახელმწიფოს აქტიური თანამონაწილეობით, მომდევნო 2 წელიწადში შესაძლებელი იქნება სასოფლო-სამეურნეო მიწების სრულად რეგისტრაცია საქართველოს მოქალაქეებზე; სამელიორაციო ინფრასტრუქტურის განვითარება; მაღალპროდუქტიული კულტურების წახალისება; სოფლის მეურნეობაში სადაზღვევო სისტემის განვითარება“, – აცხადებს მამუკა ბახტაძე.