მამუკა ბახტაძე მისი შემცვლელის ვინაობის დაკონკრეტებისგან თავს იკავებს
მამუკა ბახტაძე მისი შემცვლელის ვინაობის დაკონკრეტებისგან თავს იკავებს

გიდასტურებთ კონსულტაციებს, უბრალოდ იმ აქცენტებს, რომელიც გააკეთეთ, ვერ დაგიდასტურებთ, ეს იქნება არასწორი ჩემი მხრიდან, – ასე უპასუხა საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ საქართველოს პირველი არხის წამყვანის, თამთა სანიკიძის კითხვას, გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრად წარდგენის შემთხვევაში დაიკავებს თუ არა შს მინისტრის პოსტს ირაკლი ღარიბაშვილი.

როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, უნდა დასრულდეს კონსულტაციები პრემიერ-მინისტრის კანდიდატურასთან დაკავშირებით.

„გიდასტურებთ კონსულტაციებს, უბრალოდ იმ აქცენტებს, რომელიც გააკეთეთ, ვერ დაგიდასტურებთ, ეს იქნება არასწორი ჩემი მხრიდან, მარტივი მიზეზის გამო, რადგან უნდა დასრულდეს კონსულტაციები პრემიერ-მინისტრის კანდიდატთან დაკავშირებით, რომელიც დღეს იქნება, ხვალ დილითაც გვექნება და შემდეგ უკვე მოხდება საზოგადოების ინფორმირება. ამის შემდეგ ჩვენ უკვე შეგვიძლია ვისაუბროთ, ვინ იქნებიან კანდიდატები მინისტრთა კაბინეტში. ეს არის პრემიერ-მინისტრის კანდიდატის პრეროგატივა და სწორედ მას უნდა მივცეთ უფლება, რომ მან თქვას ეს ყველაფერი“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

დატოვე კომენტარი