მამუკა ბახტაძე - მინდა, ყველას ვთხოვო, მისცენ სადელიმიტაციო კომისიას და შესაბამის უწყებებს საშუალება, გააგრძელონ ფუნქციონირება ნორმალურ რეჟიმში
მამუკა ბახტაძე - მინდა, ყველას ვთხოვო, მისცენ სადელიმიტაციო კომისიას და შესაბამის უწყებებს საშუალება, გააგრძელონ ფუნქციონირება ნორმალურ რეჟიმში

ყველას მინდა ვთხოვო, მისცენ სადელიმიტაციო კომისიას და შესაბამის უწყებებს საშუალება, გააგრძელონ ფუნქციონირება ნორმალურ რეჟიმში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

მისი თქმით, შესაბამისი უწყებები აზერბაიჯანელ კოლეგებთან ინტენსიურ კონტაქტში არიან.

ამასთან, როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, ორი დღის წინ დავით გარეჯში სამწუხარო ინციდენტი მოხდა, თუმცა ის უკვე ამოწურულია.

„კომისია უახლოეს კვირეებში განაახლებს მუშაობას და ბუნებრივია, ჩვენ გვაქვს ანგარიში კომისიის შეხვედრის. მაგრამ აქვე მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ და შესაბამისი უწყებები ყოველდღიურ რეჟიმში არიან კონტაქტზე თავის კოლეგებთან აზერბაიჯანში. ორი დღის წინ იყო სამწუხარო ინციდენტი, რომელიც ამოწურულია.

მინდა, ყველას მივმართო, ეს არის ფაქიზი საკითხი, ძალიან მგრძნობიარე თითოეული ჩვენგანისთვის და მინდა, ყველას ვთხოვო, მისცენ კომისიას და შესაბამის უწყებებს საშუალება, გააგრძელონ ფუნქციონირება ნორმალურ რეჟიმში“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე ბრიფინგზე.