მამუკა ბახტაძე - მიხეილ სააკაშვილი იმდენად არაადეკვატურია თავის გამონათქვამებში, რომ რთულია, მისი კომენტარის შესაფასებლად სიტყვები იპოვო
სამწუხაროდ, ექსპრეზიდენტი იმდენად არაადეკვატურია თავის გამონათქვამებში, რომ ნამდვილად რთულია სიტყვები იპოვო მისი ამ კომენტარის შესაფასებლად,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მიხეილ სააკაშვილის მიერ ტურისტების შესახებ გაკეთებულ განცხადებაზე კომენტარისას განაცხადა.
„სამწუხაროდ, მიხეილ სააკაშვილის მსგავსი გამონათქვამები პირველი შემთხვევა არ არის და როგორც ჩანს, არც უკანასკნელი“,- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქზე“ გავრცელებული ვიდეომიმართვისას განაცხადა, რომ „არ გვჭირდება გაძვალტყავებული ტურისტები, ჯღანები, რომლებიც ჩამოდიან ჩვენს ქვეყანაში, გვჭირდება მდიდარი შეიხები“.