მამუკა ბახტაძე მიიჩნევს, რომ უსაფრთხოების მაკოორდინირებელი უწყების შექმნა აუცილებელია
მამუკა ბახტაძე მიიჩნევს, რომ უსაფრთხოების მაკოორდინირებელი უწყების შექმნა აუცილებელია

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მამუკა ბახტაძე მიიჩნევს, რომ უსაფრთხოების მაკოორდინირებელი უწყების შექმნა აუცილებელია.

როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, მთავრობა აუცილებლად შევა პარლამენტში ინიციატივით, რომ სექტემბრამდე აღნიშნული ინსტიტუტი შეიქმნას.

„ნამდვილად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მაკოორდინებელი საბჭოს შექმნა. აქედან გამომდინარე, ჩვენ აუცილებლად შემოვალთ ინიციატივით პარლამენტში, ამ შემთხვევაში​ დედლაინებიც აბსოლუტურად დაცული იქნება, რომ სექტემბრამდე აღნიშნული ინსტიტუტი აუცილებლად შევქმნათ და შევქმნათ ისე, რომ უზრუნველყოს ყველა უწყების კოორდინირებული მუშაობა”, – განაცხადა ბახტაძემ.

უსაფრთხოების მაკოორდინირებელი უწყების შექმნაზე პარლამენტში დღეს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავამ ისაუბრა.

როგორც სოფო ქაცარავამ აღნიშნა, უსაფრთხოების მაკოორდინირებელი უწყების შექმნა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

მისივე თქმით, კრიზისების მართვისა და უსაფრთხოების საბჭოს გაუქმების შემდეგ, შეიქმნა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, რომელმაც მხოლოდ კრიზისების მართვის კომპონენტი შეითავსა.

„ვხედავთ, თუ როგორი გამოწვევებია ქვეყნისა და რეგიონის წინაშე უსაფრთხოების მიმართულებით. რა ხედვა გაქვთ იმასთან დაკავშირებით, რომ შეიქმნას უსაფრთხოების მაკოორდინირებელი უწყება, რაც, ვთვლი, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ქაცარავამ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე.