მამუკა ბახტაძე - ლიეტუვის სეიმის რეზოლუცია ნათელი დასტურია, რომ ჩვენი მეგობრები არასდროს შეეგუებიან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას
მამუკა ბახტაძე - ლიეტუვის სეიმის რეზოლუცია ნათელი დასტურია, რომ ჩვენი მეგობრები არასდროს შეეგუებიან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას

ლიეტუვის სეიმის მხრიდან საქართველოს ოკუპირებული რეგიონებთან დაკავშირებით მიღებულ რეზოლუცია არის კიდევ ერთი ნათელი დასტური, რომ ჩვენი მეგობარი ქვეყნები არასდროს შეეგუებიან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„მინდა მადლობა გადავუხადო ლიეტუვის სეიმის მხრიდან საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებით მიღებულ რეზოლუციას, რომელიც ლიეტუვის სეიმმა ერთხმად მიიღო. ეს არის კიდევ ერთი ნათელი დასტური, რომ საერთაშორისო საზოგადოება და ჩვენი მეგობარი ქვეყნები არასდროს შეეგუებიან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას. მინდა, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადო ლიეტუვის სეიმს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებისთვის”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ლიეტუვის უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ ოკუპირებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ სტატუსთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. ოკუპირებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რეგიონებში საქართველოს იურისდიქციის აღდგენის შესახებ დოკუმენტს სეიმმა ერთხმად დაუჭირა მხარი.