მამუკა ბახტაძე ხვალ იყალთოს სამონასტრო კომპლექსში განათლების რეფორმის ხედვას წარადგენს
მამუკა ბახტაძე ხვალ იყალთოს სამონასტრო კომპლექსში განათლების რეფორმის ხედვას წარადგენს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ხვალ იყალთოს სამონასტრო კომპლექსში განათლების რეფორმის ხედვას წარადგენს.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, განათლების რეფორმა, რომელიც პრემიერმა ქვეყნის განვითარების სტრატეგიულ პრიორიტეტად გამოაცხადა, განხორციელდება ხუთივე მიმართულებით: ადრეული და სკოლამდელი განათლება; ზოგადი განათლება; პროფესიული განათლება; უმაღლესი განათლება და მეცნიერება.

განათლების სისტემაში განსახორციელებელ რეფორმას საზოგადოებას დეტალურად გააცნობს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი.

იყალთოს სამონასტრო კომპლექსში განათლების რეფორმის ხედვის პრეზენტაცია 11:00 საათზე დაიწყება.