მამუკა ბახტაძე ხვალ გარემოსდაცვითი კონცეფციის - „მწვანე ეკონომიკის“ პრეზენტაციას გამართავს
მამუკა ბახტაძე ხვალ გარემოსდაცვითი კონცეფციის - „მწვანე ეკონომიკის“ პრეზენტაციას გამართავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ხვალ ახალ გარემოსდაცვით კონცეფციას – „მწვანე ეკონომიკას” წარადგენს.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, „მწვანე ეკონომიკის” პოლიტიკა არის ქვეყნის განვითარების გრძელვადიანი ხედვა და ცხოვრების ახალი წესი, რაც არაერთ მნიშვნელოვან კომპონენტს მოიცავს. კონცეფციის დეტალებზე პრემიერ-მინისტრი ხვალ ისაუბრებს.

„გარემოსდაცვითი მიმართულებით ქვეყანაში დღეს არსებული გამოწვევები, წლების განმავლობაში აღნიშნული სფეროს დერეგულაციამ გამოიწვია. სწორედ ამიტომ, მთავრობის მთავარი მიზანია, ქვეყანაში ეტაპობრივად დაინერგოს და გამკაცრდეს გარემოსდაცვითი მართვის სტანდარტები“, – აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გარემოსდაცვითი კონცეფციის პრეზენტაცია 27 ივლისს, 20:00 საათზე, სამედიცინო ველნეს კურორტ „ბიოლის“ ტერიტორიაზე გაიმართება.