მამუკა ბახტაძე - ხმა მივეცი ქართულ ტრადიციებს და ჩვენს ევროპულ არჩევანს
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დიდუბის საარჩევნო ოლქის N44 საარჩევნო უბანზე საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო. მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ხმა ქართულ ტრადიციებსა და ევროპულ არჩევანს მისცა.
„ჩავატარებთ თავისუფალ, გამჭვირვალე და დემოკრატიულ არჩევნებს. მე მივეცი ხმა საქართველოს განვითარებას, ხმა მივეცი ქართულ ტრადიციებსა და ჩვენს ევროპულ არჩევანს, განვითარების იმ გზას, რომელიც ჯერ კიდევ ასი წლის წინ აირჩია პირველმა რესპუბლიკამ“, – განუცხადა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს.
საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს.