მამუკა ბახტაძე - კეზერაშვილის წარსული საქმიანობის მიმართ ჩვენს მოსახლეობას აქვს ერთმნიშვნელოვანი შეფასება და არ ვთვლი საჭიროდ, რამე დავამატო
მამუკა ბახტაძე - კეზერაშვილის წარსული საქმიანობის მიმართ ჩვენს მოსახლეობას აქვს ერთმნიშვნელოვანი შეფასება და არ ვთვლი საჭიროდ, რამე დავამატო

დავით კეზერაშვილის წარსული საქმიანობის მიმართ მოსახლეობას აქვს ერთმნიშვნელოვანი შეფასება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრ დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით დასმული კითხვისას.

პრემიერის თქმით, ის არ მიიჩნევს საჭიროდ, რომ მოსახლეობის ამ შეფასებას რამე დაამატოს.

„რაც შეხება ბატონ კეზერაშვილს, მე ამის შესახებ განმარტება გავაკეთე. ბატონი კეზერაშვილის წარსული საქმიანობის მიმართ, იმ საქმეების მიმართ, რა საქმეებთანაც ეს გვარი ასოცირდებოდა, ჩვენს მოსახლეობას აქვს ერთმნიშვნელოვანი შეფასება და მე არ ვთვლი, რომ ჩემგან საჭიროა რამე დავამატო ამ მნიშვნელოვან შეფასებას“, –  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.