მამუკა ბახტაძე - ჯონ მაკკეინი ჩვენი ქვეყნის ერთგული მეგობარი იყო, ამას ქართველი ერი არასდროს დაივიწყებს
მამუკა ბახტაძე - ჯონ მაკკეინი ჩვენი ქვეყნის ერთგული მეგობარი იყო, ამას ქართველი ერი არასდროს დაივიწყებს

ჯონ მაკკეინი საქართველოსთვის ისტორიული მნიშვნელობის ადამიანი და ჩვენი ქვეყნის ერთგული მეგობარი იყო, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა,  ჟურნალისტის კითხვის პასუხად, როგორი იქნება საქართველოს სამთავრობო დელეგაციის შემადგენლობა მაკკეინის დაკრძალვაზე.

„ჯონ მაკკეინი გახლავთ ჩვენი ქვეყნისთვის მართლაც რომ ისტორიული მნიშვნელოვანს მქონე ადამიანი. ის იყო ჩვენი ქვეყნის ერთგული მეგობარი, რომელსაც ძალიან ბევრი და მნიშვნელოვანი საქმე აქვს გაკეთებული ჩვენი ერისთვის, განსაკუთრებით ჩვენი ქვეყნის ყველაზე მძიმე წუთებში და ამას ქართველი ერი არასდროს დაივიწყებს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ამასთან, მამუკა ბახტაძის თქმით, ის დღეს მივა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში, სადაც მაკკეინის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამძიმრის წიგნია გახსნილი, ხოლო პოლიტიკური გუნდის წევრები აუცილებლად გაემგზავრებიან აშშ-ში.

„მე დღეს შუადღეს მივდივარ ამერიკის საელჩოში და ამასთან ერთად,  ბუნებრივია, ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრები აუცილებლად გაემგზავრებიან ამერიკის შეერთებულ შტატებში“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ჯონ მაკკეინი 25 აგვისტოს, 81 წლის ასაკში გარდაიცვალა.