მამუკა ბახტაძე აშშ-ში ინვესტორებისთვის როუდშოუს გამართავს
მამუკა ბახტაძე აშშ-ში ინვესტორებისთვის როუდშოუს გამართავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ივნისში ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა.

როგორც მამუკა ბახტაძემ დღეს ტექნოპარკში განაცხადა, ის აშშ-ს რამდენიმე ქალაქში ინვესტორებთან შეხვედრებს, როუდშოუს გამართავს.

პრემიერი იმედოვნებს, რომ შეხვედრების შედეგად საქართველოში მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიები შემოვლენ.

როუდშოუს ფარგლებში, პრემიერ-მინისტრი ინვესტორებს საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებს გააცნობს.

დატოვე კომენტარი