მამუკა ბახტაძე - IRI-ის კვლევაში ისეთი ტიპის ინფორმაციაა, რომელიც უფრო ალბათ, პოლიტიკური ანეკდოტების სიას განეკუთვნება, ვიდრე სერიოზულ საკითხს
მამუკა ბახტაძე - IRI-ის კვლევაში ისეთი ტიპის ინფორმაციაა, რომელიც უფრო ალბათ, პოლიტიკური ანეკდოტების სიას განეკუთვნება, ვიდრე სერიოზულ საკითხს

IRI-ის კვლევაში ისეთი ტიპის ინფორმაციაა, რომელიც უფრო ალბათ, პოლიტიკური ანეკდოტების სიას განეკუთვნება, ვიდრე სერიოზულ საკითხს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ IRI-ის კვლევის შედეგების შეფასებისას განაცხადა.

როგორც მამუკა ბახტაძემ განაცხადა, ორგანიზაცია, რომელიც საველე სამუშაოებს ასრულებს, არ აწარმოებს მას იმ კრიტერიუმების დაცვით, როგორიც საჭიროა ასეთი კვლევებისთვის.

„რაც შეეხება კოალიციური მთავრობის ალბათობას, პროპორციული არჩევნებით, ამის ალბათობა არის გაცილებით მაღალი, მაგრამ 2020 წლის ოქტომბრამდე არის საკმაოდ დიდი დრო დარჩენილი. მე ნაადრევად არ გავაკეთებდი ასეთ დასკვნებს. ეს იქნება დამოკიდებული მხოლოდ ქართველი ერის არჩევანზე, მაგრამ ჩვენს მიერ ინიცირებული საარჩევნო სისტემა, კოალიციური მთავრობის ალბათობას ნამდვილად ზრდის. „ქართული ოცნება“ არის ის პოლიტიკური ძალა, რომელიც არის გარანტი, რომ აუცილებლად მოხდება საქართველოს მშვიდობიანი განვითარება. „ქართული ოცნება“ არასდროს ითანამშრომლებს იმ ძალასთან, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში იყო ორიენტებული მხოლოდ დესტრუქციაზე და იმაზე, რომ როგორმე საქართველო გაეხადათ მძევალი აგრესიული დღის წესრიგისა, გინდ საშინაო, გინდ საგარეო პოლიტიკაში, რომელმაც ძალიან დიდი ტკივილი მიაყენა ქართულ საზოგადოებას და ძალიან დიდი ზიანი ჩვენ ეროვნულ ინტერესებს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.