მამუკა ბახტაძე - იქნება პოზიტიური ცვლილებები
მამუკა ბახტაძე - იქნება პოზიტიური ცვლილებები

ჩემ გვერდით არიან დიდი პასუხისმგებლობის მქონე ადამიანები და რაც მთავარია, თავისი საქმის პროფესიონალები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საქართველოს პარლამენტში განაცხადა, სადაც მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადეს.

„პატივცემულო პარლამენტის თავმჯდომარევ, პატივცემულო დეპუტატებო, მინდა, მადლობა გადაგიხადოთ, რომ მოგვისმინეთ და გვქონდა შინაარსიანი საუბრები, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე გამომსვლელს. კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, რომ ჩემ გვერდით არიან დიდი პასუხისმგებლობის მქონე ადამიანები და რაც მთავარია, თავისი საქმის პროფესიონალები.

ჩვენ ვართ ერთი გუნდი და დარწმუნებული ვარ, რომ საერთო ძალისხმევით მივაღწევთ ყველა იმ მიზანს, რომელიც დაფიქსირებულია ჩვენს პროგრამაში. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ მზად ვართ, ძალიან აქტიურად ვითანამშრომლოთ პარლამენტთან. ვიქნებით საქართველოს თითოეული მოქალაქის ინტერესების გამტარებელი მთავრობა და ამას ძალიან მალე დავამტკიცებთ“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისი თქმით, მთავრობის განახლებული შემადგენლობა საქმიანობას ხვალიდან შეუდგება.

„ხვალიდან შეუდგება ახალი გუნდი საქმიანობას, რადგან წინ ბევრი სასიკეთო და საინტერესო საქმე გვაქვს გასაკეთებელი. იქნება ცვლილებები, პოზიტიური ცვლილებები. დიდი მადლობა ყურადღებისთვის“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

საქართვ​ელოს პარლამენტმა მთავრობის შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა.