მამუკა ბახტაძე - ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი 102,4 პროცენტით შესრულდა
მამუკა ბახტაძე - ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი 102,4 პროცენტით შესრულდა

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი 102,4 პროცენტით შესრულდა. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 2017 წელს 100,4 პროცენტითაა შესრულებული.

„სახელმწიფო ბიუჯეტიდან დახარჯულია 11 მილიარდ 764.8 მილიონ ლარი, რაც წინა წლის მაჩვენებელს 1 მილიარდ 472.6 მილიონი ლარით, 14.3%-ით აღემატება. ყველა სამინისტროს შესრულების მაჩვენებელი 100%-თან ახლოსაა, თუმცა ცალკე უნდა აღინიშნოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხარჯვითი ნაწილის შესრულების მაჩვენებელი (102,4%), ვინაიდან ეკონომიკური განვითარების იმ მნიშვნელოვან მიმართულებაში, რასაც სივრცითი მოწყობა ჰქვია, ამ სამინისტროს განსაკუთრებული მიზნები და ამოცანები აქვს განსაზღვრული. 1 მილიარდ 355.2 მილიონი ლარის ათვისება განხორციელდა ამ მიმართულებით, რაც წინა წლის მაჩვენებელს 39.4%-ით, 383.3 მილიონი ლარით აღემატება“, – აღნიშნა ბახტაძემ.

მამუკა ბახტაძემ ბრიფინგი 2017 წლის ბიუჯეტის შესრულების თემაზე გამართა.