მამუკა ბახტაძე გაერო-ში სიტყვით გამოსვლისას დემოკრატიის მშენებლობის თვალსაზრისით საქართველოს მიღწევებსა და გამოწვევებზე ისაუბრებს
მამუკა ბახტაძე გაერო-ში სიტყვით გამოსვლისას დემოკრატიის მშენებლობის თვალსაზრისით საქართველოს მიღწევებსა და გამოწვევებზე ისაუბრებს

გაერო-ში ჩემი გამოსვლის ძირითადი თემა იქნება ის გამოწვევები, ის მტკივნეული პრობლემები, რომელიც გვაქვს ქვეყანაში და რომელიც უკავშირდება რუსეთის მხრიდან ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციას, ეთნიკურ წმენდას, დეპოპულაციას, სრულ ჰუმანიტარულ კატასტროფას, რომელსაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვხედავთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს ვაშინგტონში, ამ თემაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ამასთან ერთად ისაუბრებს იმ ხედვებსა და მიღწევებზე, რომელიც საქართველოს აქვს დემოკრატიის მშენებლობის თვალსაზრისით.

„ასევე ვისაუბრებთ იმ გეგმასა და სტრატეგიაზე, როგორ ვაპირებთ, საქართველო შევიყვანოთ განვითარებული ეკნომიკების მქონე ქვეყანათა რიცხვში და მივაღწიოთ ჩვენს საგარეო-პოლიტიკურ მიზნებს”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.