მამუკა ბახტაძე - „ფრესკოს“ დამფუძნებელს ძალიან მძიმე ბრალდებები აქვს, ეს უნდა დაადასტურო ან ცრუ დასმენისთვის პასუხი აგო
მამუკა ბახტაძე - „ფრესკოს“ დამფუძნებელს ძალიან მძიმე ბრალდებები აქვს, ეს უნდა დაადასტურო ან ცრუ დასმენისთვის პასუხი აგო

საუბარი, რომ იარაღით მიდიან ბიზნესმენებთან ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები, ძალიან მძიმე ბრალდებაა, ეს ან უნდა დაადასტურო, ან ცრუ ბრალდებისთვის პასუხი უნდა აგო, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ „ფრესკოს“ დამფუძნებლის, ვასილ სოფრომაძის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომ ხელისუფლების მხრიდან ზეწოლას განიცდის.

კითხვაზე, „ფრესკოს“ დამფუძნებელი საუბრობს, რომ გამწარებულია და ფინანსთა სამინისტროს მხრიდან პირდაპირი ზეწოლა ხორციელდება, თანამშრომლებს იარაღით ესაუბრებიან, მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ ეს კომენტარი არ მოუსმენია, თუმცა აუცილებლად ნახავს.

„ახლა იარაღით მიდიან ჩვენი ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები, ეს არის მძიმე ბრალდება. როდესაც ასეთ მძიმე ბრალდებას აყენებ, ან უნდა დაადასტურო, ან ცრუ დასმენისთვის პასუხი უნდა აგო. საგამოძიებო ორგანოები ყოველთვის მზად არიან. კიდევ ერთხელ მინდა, გავიმეორე ჩვენი ფილოსოფია, თითოეულ ადამიანს უდიდეს პატივს ვცემთ, თუ ერთ სამუშაო ადგილს მაინც ქმნის საქართველოში. იმ ეკონომიკური გამოწვევების წინაშე, რომელიც აქვს თითოეული ადამიანს, თითოეული მეწარმე განსაკუთრებით დასაფასებელია. თუ ეს ბრალდებები გამყარებულია კონკრეტული ფაქტებით, პირველი ვიქნები, რომელიც მოითხოვს ასეთი გამოძიებების დასრულებად უმოკლეს ვადაში. ამაზე შემიძლია სრული პასუხისმგებლობაც ავიღო“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.