მამუკა ბახტაძე - Freedom House-ის დასკვნა არ შეესაბამება იმ რეალობას, რაც დღეს გვაქვს საქართველოში
მამუკა ბახტაძე - Freedom House-ის დასკვნა არ შეესაბამება იმ რეალობას, რაც დღეს გვაქვს საქართველოში

საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-ის შეფასებები არ შეესაბამება რეალობას, რომელიც დღეს არის საქართველოში. ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

მისი თქმით, დემოკრატიის მაღალი ხარისხი, მედია პლურალიზმი და მედია თავისუფლება „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარია.

„მე ვიტყოდი, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი არის დემოკრატიის მაღალი ხარისხის მიღწევა, ეს არის ადამიანის უფლებების დაცვის მაღალი ხარისხი, ეს არის მედია პლურალიზმი და მედია თავისუფლება. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ აღნიშნული დასკვნა არ შეესაბამება იმ რეალობას, რაც დღეს ჩვენ გვაქვს საქართველოში“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-ის შეფასებით, 2017 წელს საქართველოში მედიის დამოუკიდებლობის კუთხით ვითარება გაუარესებულია. ამის შესახებ გარდამავალ ეტაპზე მყოფი ქვეყნების შესახებ ორგანიზაციის 2017 წლის ანგარიშშია ნათქვამი. ანგარიშში საქართველოში მედიის დამოუკიდებლობის 2017 წლის მაჩვენებელი 2009 წლის შეფასებას უტოლდება.