მამუკა ბახტაძე - ფაქტობრივი გარემოება არის ის, რომ ეროვნული ბანკი გახლავთ სრულიად დამოუკიდებელი, სხვა ყველაფერი პოლიტიკური სპეკულაციაა
მამუკა ბახტაძე - ფაქტობრივი გარემოება არის ის, რომ ეროვნული ბანკი გახლავთ სრულიად დამოუკიდებელი, სხვა ყველაფერი პოლიტიკური სპეკულაციაა

ეროვნული ბანკი გახლავთ სრულიად დამოუკიდებელი და კარგი პროფესიონალებით დაკომპლექტებული ინსტიტუტი, რომელმაც აჩვენა თავის საქმიანობაში რომ მოქმედებს ძალიან მაღალი ეთიკური ნორმებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დრეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რაც ბოლო დღეების განმავლობაში ეროვნული ბანკის მისამართით ისმოდა სრულიად უსაფუძვლო და პოპულისტური იყო.

„ბოლო დღეების განმავლობაში მოვისმინეთ სრულიად უსაფუძვლო და პოპულისტური განცხადებები ეროვნული ბანკის მისამართით. სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო –  ფაქტობრივი გარემოება არის ის, რომ ეროვნული ბანკი გახლავთ სრულიად დამოუკიდებელი და კარგი პროფესიონალებით დაკომპლექტებული ინსტიტუტი. მან აჩვენა თავის საქმიანობაში, რომ მოქმედებს ძალიან მაღალი ეთიკური ნორმებით. ეს არ გახლავთ მხოლოდ ჩემი შეფასება, ეს გახლავთ შეფასება, რომელსაც ვისმენთ საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისგან, ეს გახლავთ მთავარი არგუმენტი, რომ გვაქვს ასეთ წარმატება. ამდენი წლის შემდეგ მოხერხდა საქართველოსთვის საინვესტიციო რეიტინგის ზრდა. ეს არის ფაქტობრივი გარემოება, დანარჩენი ყველაფერი გახლავთ პოლიტიკური სპეკულაცია. მარეგულირებლის გამართული მუშაობა არის ძალიან თვალსაჩინო. კიდევ ერთხელ მსურს, რიგით მოქალაქის პოზიციიდან მადლობა გადავუხადო ეროვნულ ბანკს მაღალი პროფესიული საქმიანობისთვის. ბანკმა თავისი საქმიანობის ფარგლებში მიიღო გადაწყვეტილება ზედამხედველობის ნაწილში, რომელიც, როგორც ჩვენ მოვისმინეთ, იყო ძლიერი არგუმენტებით გამყარებული. კიდევ ერთხელ მსურს გამოვეხმაურო და გამოვხატო ჩემი დადებითი მიდგომა იმაზე, რომ ეროვნულმა ბანკმა და „თიბისი ბანკმა“ ერთობლივი განცხადება გააკეთეს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.