მამუკა ბახტაძე - ევროკავშირის ანგარიში კიდევ ერთი გზავნილია, რომ საქართველო მყარად დგას ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე
მამუკა ბახტაძე - ევროკავშირის ანგარიში კიდევ ერთი გზავნილია, რომ საქართველო მყარად დგას ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე

ეს არის კიდევ ერთი გზავნილი, რომ საქართველო მყარად დგას ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე, – ასეთი შეფასება მისცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ყოველწლიურ ანგარიშს, რომელიც ევროკავშირმა საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულების შესრულების შესახებ გამოაქვეყნა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა დღეს, მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ევროკავშირის შეფასებით, ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებები დადგენილ ვადებში სრულდება.

„ნამდვილად არ გვაქვს იმის ილუზია, რომ ყველაფერი გავაკეთეთ. ჩვენ ვადგავართ ძალიან სწორ ვექტორზე – სრულად დასავლურ დემოკრატიად ჩამოყალიბების გზაზე. გვაქვს ძალიან ბევრი წარმატება და დეტალურად გაწერილი სამოქმედო გეგმა, რომელსაც მივყვებით. ამ პროცესში ჩვენი დასავლელი პარტნიორები სრულად გვიჭერენ მხარს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების პროცესის განხორციელების შესახებ ანგარიში 31 იანვარს გამოქვეყნდა.