მამუკა ბახტაძე ესტონეთს დამოუკიდებლობის 101 წლის იუბილეს ულოცავს
მამუკა ბახტაძე ესტონეთს დამოუკიდებლობის 101 წლის იუბილეს ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ესტონეთს დამოუკიდებლობის 101 წლის იუბილეს ულოცავს. ამის შესახებ მამუკა ბახტაძე სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

„გულმხურვალედ ვულოცავ ჩვენს მეგობარ ესტონელ ერს დამოუკიდებლობის 101 წლის იუბილეს. საქართველო დიდად აფასებს თქვენს განუხრელ მხარდაჭერასა და მეგობრობას“, – წერს მამუკა ბახტაძე „ტვიტერში“.