მამუკა ბახტაძე ელჩებს შეხვდა
მამუკა ბახტაძე ელჩებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს შეხვდა და თბილისში განვითარებულ მოვლენებზე ინფორმაცია მიაწოდა.

შეხვედრას საფრანგეთის, გერმანიის, ნიდერლანდების, დიდი ბრიტანეთის, უკრაინის, თურქეთის და კიდევ რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენელი ესწრებოდა.

შეხვედრის ამსახველ ფოტოს საქართველოში ავსტრიის ელჩი არად ბენკო ავრცელებს.

„კონსტიტუცია და კანონის უზენაესობა საქართველოსთვის მთავარ მიზნად დარჩება. აუცილებელია დეპოლარიზაცია“, – აღნიშნავს დიპლომატი.