მამუკა ბახტაძე - ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდების ინიციატივით, გადაღებულია ფილმი შინდისის გმირებზე, რომელიც წარდგენილია პრესტიჟულ კინოფესტივალებზე, მათ შორის ოსკარზე
მამუკა ბახტაძე - ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდების ინიციატივით, გადაღებულია ფილმი შინდისის გმირებზე, რომელიც წარდგენილია პრესტიჟულ კინოფესტივალებზე, მათ შორის ოსკარზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მადლობას უხდის ახალგაზრდა ნიჭიერ ახალგაზრდებს, რომელთა ინიციატივით შინდისის გმირებზე გადაღებული ფილმი მსოფლიოს პრესტიჟულ კინოფესტივალებზე, მათ შორის ოსკარზეა წარდგენილი.

მამუკა ბახტაძე შინდისში, დაღუპულ გმირთა მემორიალთან კინოპროდიუსერს, პროექტ „შინდისის“ ავტორსა და ხელმძღვანელს, ედმონდ მინაშვილს შეხვდა, რომელსაც ფილმის შესახებ ესაუბრა.

მთავრობის მეთაურმა ასევე ხაზი გაუსვა ახმეტა ხუციშვილის გმირობას, რომელმაც ქართველი ჯარისკაცები გადაარჩინა.

„თანამედროვეობის გმირი ადამიანია ბატონი ახმეტა ხუციშვილი, რომელმაც გადაარჩინა ჩვენი ბიჭები. ამ ადამიანის მაგალითზე უნდა იზრდებოდეს თაობები. ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდების ჯგუფმა მნიშვნელოვანი სამუშაო გასწია და გადაიღო ფილმი შინდისის გმირების შესახებ, რომელიც წარდგენილია მსოფლიოს პრესტიჟულ კინოფესტივალებზე, მათ შორის ოსკარზე. მსურს, მათ მადლობა გადავუხადო ამისთვის. ჩვენი ამოცანაა, მთელს მსოფლიოს დავანახოთ, რომ საქართველო არის გმირების სამშობლო და ქართველი ერი ოკუპაციას არასდროს შეურიგდება“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრმა 2008 წლის აგვისტოს ომში შინდისში დაღუპული 17 ჯარისკაცის ხსოვნას პატივი მიაგო და გმირთა მემორიალი თავდაცვის მინისტრთან ერთად გვირგვინით შეამკო.