მამუკა ბახტაძე დავოსში ავღანეთის მთავარ აღმასრულებელს შეხვდა
მამუკა ბახტაძე დავოსში ავღანეთის მთავარ აღმასრულებელს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის  ფარგლებში ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის მთავარ აღმასრულებელს, აბდულა აბდულაჰს შეხვდა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბრისას ყურადღება დაეთმო რეგიონში მიმდინარე პროცესებსა და საქართველოს პოზიტიურ როლს. ავღანეთის მთავარმა აღმასრულებელმა საქართველოს მადლობა გადაუხადა მტკიცე მხარდაჭერის მისიაში მონაწილეობისთვის და ქართველი სამხედროების პროფესიონალიზმს მაღალი შეფასება მისცა.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს სატრანსპორტო დერეფნების განვითარებაზე და ხაზი გაუსვეს „ლაპის ლაზულის”, როგორც წარმატებული პროექტის როლსა და მნიშვნელობას.

შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დაესწრო.

დატოვე კომენტარი