მამუკა ბახტაძე - დავოსის მსოფლიო ფორუმის ფარგლებში ვისაუბრე საქართველოზე, როგორც პირველ ქვეყანაზე, რომელიც ბლოკჩეინს საჯარო სამსახურში ნერგავს
მამუკა ბახტაძე - დავოსის მსოფლიო ფორუმის ფარგლებში ვისაუბრე საქართველოზე, როგორც პირველ ქვეყანაზე, რომელიც ბლოკჩეინს საჯარო სამსახურში ნერგავს

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში „ბლოკჩეინის ეკონომიკურ ფორუმში“ მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ მამუკა ბახტაძე სოციალურ ქსელში წერს.

„დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, მონაწილეობა მივიღე ბლოკჩეინის ეკონომიკურ ფორუმში. საინტერესო შეკრება იყო ბლოკჩეინის მზარდ როლზე. ვისაუბრე საქართველოს გამოცდილებაზე, როგორც პირველ ქვეყანაზე, რომელიც ბლოკჩეინს საჯარო სამსახურში ნერგავს, ასევე განათლების სისტემაში კომპანია Input Output HK-ისგან მხარდაჭერილ საპილოტე პროგრამაზე“, – წერს მამუკა ბახტაძე სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.