მამუკა ბახტაძე - დარწმუნებული ვარ, ქართველი ერი არასდროს დაუშვებს 7 ნოემბრის მსგავსი დღეების გამეორებას  
მამუკა ბახტაძე - დარწმუნებული ვარ, ქართველი ერი არასდროს დაუშვებს 7 ნოემბრის მსგავსი დღეების გამეორებას  

2007 წლის 7 ნოემბერი არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე თარიღი საქართველოს უახლოეს ისტორიაში, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, 7 ნოემბერს სახელმწიფო თავისი რეპრესიული მანქანით დაუპირისპირდა საკუთარ ხალხს.

„ეს არის დღე, როდესაც სახელმწიფო და მაშინდელი რეჟიმი თავისი რეპრესიული მანქანით დაუპირისპირდა ქართველ ხალხს, საკუთარ მოქალაქეებს, ფეხქვეშ გათელა მათი ღირსება და თავისუფლება.

დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ერი არასდროს დაუშვებს მსგავსი დღეების გამეორებას ჩვენ დემოკრატიულ ქვეყანაში და ბოლომდე იქნება ერთგული იმ ფასეულობების, რომელიც ჩვენ ერთად მოვიპოვეთ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.