მამუკა ბახტაძე - დარწმუნებული ვარ, ერთსულოვნებით და ერთად დგომით ყველაფერს მივაღწევთ
მამუკა ბახტაძე - დარწმუნებული ვარ, ერთსულოვნებით და ერთად დგომით ყველაფერს მივაღწევთ

დარწმუნებული ვარ, გვაქვს შესაძლებლობა და რესურსები, რომ 2019 წელს საქართველო იყოს წარმატებული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ პირველი რესპუბლიკის მოედანზე განაცხადა, სადაც საახალწლო გალაკონცერტი მიმდინარეობს.

„მინდა, მივულოცო ყველას ახალი, 2019 წელი. მინდა, ვუსურვო ჯანმრთელობა, სიხარული, სიყვარული, ბედნიერება და ყველაფერი საუკეთესო. ახალი წელი ყოველთვის ასოცირდება ახალ იმედებთან. დარწმუნებული ვარ, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა და რესურსები, რომ 2019 წელს საქართველო იყოს წარმატებული. კიდევ ერთხელ მსურს, ყველას მივულოცო და ვუსურვო ყველაფერი საუკეთესო, ყველა ნატვრის ასრულება. დარწმუნებული ვარ, ერთსულოვნებით და ერთად დგომით ყველაფერს მივაღწევთ“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

საახალწლო გალაკონცერტს ასევე ესწრებიან თბილისის მერი კახა კალაძე და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.