მამუკა ბახტაძე – დარწმუნებული ვარ, 28 ნოემბერს ქართველი ხალხი გააკეთებს ისეთ არჩევანს, რომელიც ჩვენს ეროვნულ ინტერესებშია

15:05, 15.11.2018

„ქართული ოცნება“, მისი პოლიტიკური გუნდი, მხარს უჭერს დამოუკიდებელ კანდიდატს,  სალომე ზურაბიშვილს და დარწმუნებული ვარ, 28 ნოემბერს ქართველი ხალხი გააკეთებს ღირსეულ არჩევანს, ისეთ არჩევანს, რომელიც ჩვენს ეროვნულ ინტერესებშია, – აღნიშნული განცხადებით უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტის კითხვას, რატომ არის ბიძინა ივანიშვილის ფოტო საარჩევნო ბანერზე.

პრემიერ- მინისტრის თქმით, სალომე ზურაბიშვილის ბანერებს შეემატა ახალი საარჩევნო ბანერები.

„ქართული ოცნება“ მხარს უჭერს სალომე ზურაბიშვილს და ბუნებრივია, ჩვენი გუნდი ჩართულია წინასაარჩევნო პროცესებში, მათ შორის მისი დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილიც”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მსგავსი