მამუკა ბახტაძე და ნიკოლ ფაშინიანი ქვეყნებს შორის ტვირთბრუნვის მილიარდ დოლარამდე გაზრდაზე შეთანხმდნენ
მამუკა ბახტაძე და ნიკოლ ფაშინიანი ქვეყნებს შორის ტვირთბრუნვის მილიარდ დოლარამდე გაზრდაზე შეთანხმდნენ

საქართველო-სომხეთის ტვირთბრუნვა მილიარდ აშშ დოლარამდე უნდა გაიზარდოს, – ამის შესახებ საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრებმა შეხვედრის შემდეგ განაცხადეს.

ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ამაზე მამუკა ბახტაძესთაბ შეხვედრის დროს შეთანხმდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, კონკრეტულ სამოქმედო გეგმაზე ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი კომისია იმუშავებს, რომელთა შეხვედრა სავარაუდოდ შემოდგომის ბოლოს გაიმართება.

ვაჭრობა, ეკონომიკა, ტურიზმის, ინოვაციებისა და განათლების სფეროში თანამშრომლობა, ეს ის საკითხებია რაზეც ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებმა და დელეგაციის წევრებმა შეხვედრების დროს განიხილეს.

მამუკა ბახტაძემ მადლობა გადაუხადა ნიკოლ ფაშინიანს მასპინძლობისთვის და მომავალი დამოუკიდებლობის დღე მიულოცა, რომელსაც სომხეთი 21 სექტემბერს აღნიშნავს.