მამუკა ბახტაძე - ჩვენი უწყებები, რომლებიც დაკავებული არიან საქართველოს უსაფრთხოებით, უმაღლეს დონეზე ასრულებენ  მოვალეობას
მამუკა ბახტაძე - ჩვენი უწყებები, რომლებიც დაკავებული არიან საქართველოს უსაფრთხოებით, უმაღლეს დონეზე ასრულებენ  მოვალეობას

ტერორიზმი არის ყველაზე დიდი გამოწვევა მსოფლიო თანამეგობრობისთვის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, საამაყოა, რომ საქართველოს შესაბამისი უწყებები უმაღლეს დონეზე ასრულებენ თავიანთ მოვალეობას.

„ტერორიზმი არის ყველაზე დიდი გამოწვევა მსოფლიო თანამეგობრობისთვის, ძალიან მტკივნეული. ჩვენ ყოველ დღე საერთაშორისო მედიაში ვადევნებთ თვალყურს, რომ ეს გამოწვევა ხდება ყოველ დღე უფრო და უფრო მტკივნეული. მე სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი უწყებები, რომლებიც დაკავებული არიან საქართველოს უსაფრთხოებით, მართლაც უმაღლეს დონეზე ასრულებენ თავის მოვალეობას და ყველა ჩვენი პარტნიორი ქვეყანა აღნიშნავს მათ ძალიან მაღალ პროფესიონალიზმს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.