მამუკა ბახტაძე - ჩვენი პოლიტიკური ძალის ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი მედიის თავისუფლება და მედიაპლურალიზმია
მამუკა ბახტაძე - ჩვენი პოლიტიკური ძალის ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი მედიის თავისუფლება და მედიაპლურალიზმია

ჩვენი პოლიტიკური ძალის ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი გახლავთ მედიის თავისუფლება და მედიაპლურალიზმი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ 2018 წელს მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსში საქართველომ პოზიციები კიდევ უფრო გაიუმჯობესა.

„განსაკუთრებული მიღწევები გვაქვს ინტერნეტის თავისუფლების კუთხით. დემოკრატიის მშენებლობის პროცესში სამოქალაქო საზოგადოებას განმსაზღვრელი როლი აქვს, ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების გარეშე, მით უფრო ახალგაზრდა დემოკრატიის პირობებში, ქვეყნის ჰარმონიულად განვითარება შეუძლებელია. ჩვენი სურვილია ქვეყანაში ჩამოყალიბდეს დამოუკიდებელი, ძლიერი და აქტიური სამოქალაქო საზოგადოება”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გაერო-ს გენერალურ ასამბლეას ქართულ ენაზე მიმართა.