მამუკა ბახტაძე - ჩვენი პატრიარქი მთელი ერისთვის სულგრძელობის, თავდადებისა და სიყვარულის მაგალითია
მამუკა ბახტაძე - ჩვენი პატრიარქი მთელი ერისთვის სულგრძელობის, თავდადებისა და სიყვარულის მაგალითია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს.

მთავრობის მეთაური მილოცვაში აღნიშნავს, რომ უწმინდესი მთელი ერისთვის სულგრძელობის, თავდადებისა და სიყვარულის მაგალითია.

„ვულოცავ ჩვენს პატრიარქს დაბადების დღეს. ის მთელი ერისთვის არის სულგრძელობის, თავდადებისა და სიყვარულის მაგალითი.

მის უწმინდესობას ვუსურვებ ჯანმრთელობასა და დიდხანს სიცოცხლეს“, – ნათქვამია მამუკა ბახტაძის მილოცვაში.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს დღეს 86 წელი შეუსრულდა.