მამუკა ბახტაძე - ჩვენი მიზანია ეკონომიკაში მცირე მეწარმეობის წილის მნიშვნელოვანი ზრდა, გვაქვს მხარდაჭერა საპარლამენტო გუნდიდან
მამუკა ბახტაძე - ჩვენი მიზანია ეკონომიკაში მცირე მეწარმეობის წილის მნიშვნელოვანი ზრდა, გვაქვს მხარდაჭერა საპარლამენტო გუნდიდან

ბათუმში მცირე მეწარმეებისთვის ახალი საგადასახადო ინიციატივის პრეზენტაცია იმართება. შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმის შესახებ მეწარმეებს თავად ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე ესაუბრა.

„ეს სიახლე არის პრაქტიკულად უნიკალური მოვლენა მსოფლიო საგადასახადო სისტემაში და ამით 120 ათასამდე პირი ისარგებლებს. ჩვენი მიზანია ქვეყნის ეკონომიკაში მცირე მეწარმეობის წილის მნიშვნელოვანი ზრდა, გვაქვს მხარდაჭერა ჩვენი საპარლამენტო გუნდიდან და იმედი მაქვს, ახალი რეგულაციები ზაფხულიდან ამოქმედდება”,- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრეზენტაციას 200-მდე ადგილობრივი მეწარმე ესწრება. შეხვედრაზე აჭარის მთავრობის წარმომადგენლებიც იმყოფებიან.

„მნიშვნელოვანია ეს ინიციატივა ჩვენი მეწარმეებისთვის, აჭარაში გვაქვს მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდა და ამას ხელს კიდევ უფრო შეუწყობს ახალი რეგულაციები, როგორც ბათუმში, ასევე მთიან აჭარაში”, – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ.

პრეზენტაცია კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობს.