მამუკა ბახტაძე - ჩვენი ამოცანაა, საქართველოში მივაღწიოთ ისეთ ეკონომიკურ ზრდას, რომელიც თითოეულ მოქალაქეს შეეხება
მამუკა ბახტაძე - ჩვენი ამოცანაა, საქართველოში მივაღწიოთ ისეთ ეკონომიკურ ზრდას, რომელიც თითოეულ მოქალაქეს შეეხება

ჩვენი ამოცანაა, საქართველოში მივაღწიოთ ისეთ ეკონომიკურ ზრდას, რომელიც თითოეულ მოქალაქეს შეეხება, – ეს შეფასება ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს გააკეთა.

მამუკა ბახტაძემ მათ საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებები გააცნო.

ფინანსთა მინისტრის შეფასებით, ცვლილებები 120 ათასამდე მეწარმეს შეეხება.

„მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა არის აუცილებელი წინაპირობა, რომ ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა იყოს მიღწეული. აღნიშნული რეფორმა არის მასშტაბური, ის ეხება 120 ათას მეწარმეს და მათ უკან მდგომ ადამიანებს. აღნიშნული რეფორმის შექმნაში მნიშვნელოვანი წვლილი მეწარმეებმა შეიტანეს”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ფინანსთა მინისტრმა დღეს პირველი შეხვედრა თბილისში გამართა, თუმცა საგადასახადო კოდექსში შესატან ცვლილებებს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს მამუკა ბახტაძე ყველა რეგიონში გააცნობს.

“მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დავიწყოთ საინფორმაციო კამპანია. ყველა რეგიონში ჩავალთ, მოვუსმენთ თითოეულ მეწარმეს. ეს ჩვენ საშუალებას მოგვცემს კიდევ უფრო დავხვეწოთ აღნიშნული ინიციატივა და უფრო კარგად მოვარგოთ იმ გამოწვევებს, რომლიც მცირე და საშუალო ბიზნესს აქვს”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.