მამუკა ბახტაძე - ჩვენ ვდგავართ ვენესუელელი ხალხის გვერდით, რომელიც გაბედულად იცავს დემოკრატიას და თავისუფლებას
მამუკა ბახტაძე - ჩვენ ვდგავართ ვენესუელელი ხალხის გვერდით, რომელიც გაბედულად იცავს დემოკრატიას და თავისუფლებას

ვენესუელაში მიმდინარე მოვლენებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ეხმაურება.

„ჩვენ ვდგავართ ვენესუელელი ხალხის გვერდით, რომელიც გაბედულად იცავს დემოკრატიას და თავისუფლებას”, – წერს მამუკა ბახტაძე სოციალურ ქსელ „ტვიტერში”.

ვენესუელას დროებითმა პრეზიდენტმა, ხუან გუაიდომ ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ ბრძოლის ფინალურ ფაზაში გადასვლის შესახებ განაცხადა და არმიას მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

ხუან გუაიდოს განცხადების შემდეგ დედაქალაქში გამოსვლები დაიწყო. მხარეებს შორის დაპირისპირება ამ დრომდე გრძელდება. დასავლური მედიის ინფორმაციით, დაპირისპირების შედეგად არიან დაშავებულები.

ხუან გუაიდოს ლეგიტიმურობას საერთაშორისო საზოგადოების დიდი ნაწილი, მათ შორის საქართველოც აღიარებს.