მამუკა ბახტაძე - ჩვენ გვჭირდება უფრო ეფექტიანი თავისუფალი ეკონომიკური სივრცე სუამ-ის ფარგლებში და უფრო ეფექტიანი სატრანსპორტო სისტემები
მამუკა ბახტაძე - ჩვენ გვჭირდება უფრო ეფექტიანი თავისუფალი ეკონომიკური სივრცე სუამ-ის ფარგლებში და უფრო ეფექტიანი სატრანსპორტო სისტემები

ჩვენ გვჭირდება უფრო ეფექტიანი თავისუფალი ეკონომიკური სივრცე სუამ-ის ფარგლებში და, რასაკვირველია, უფრო ეფექტიანი სატრანსპორტო სისტემები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სუამ-ის წევრ სახელმწიფოთა მთავრობების მეთაურების ერთობლივ პრესკონფერენციაზე, სუამ-ის მომავალთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა სუამ-ის სივრცეში არსებულ დიდ ეკონომიკურ პოტენციალს და აღნიშნა, რომ მხარეებმა ძალ-ღონე არ უნდა დაიშურონ, რათა უფრო მაღალ დონეზე აიყვანონ ეკონომიკური თანამშრომლობა.

“ამჟამად ჩვენ წარმატებით ვავითარებთ ეკონომიკურ თანამშრომლობას. ამავე დროს, ჩვენი შეფასებით, ვიყენებთ ეკონომიკური პოტენციალის მხოლოდ 50%-ს. ასე რომ, გაუმჯობესება შესაძლებელია. გარდა ამისა, ვცდილობთ, სხვა განზომილებების მოსინჯვასაც, რათა უზრუნველვყოთ თანამშრომლობის ეფექტიანობა. დღის წესრიგი საკმაოდ ყოვლისმომცველია. დარწმუნებული ვარ, რომ მომდევნო წლის ბოლოსთვის გვექნება ძალიან ხელშესახები შედეგები, რომლებიც დაგვეხმარება ყველა მატერიალური თუ არამატერიალური დაბრკოლების გადალახვაში, რომლებიც არსებობს ჩვენს ეკონომიკურ თანამშრომლობაში, რათა გავააქტიუროთ ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობები და ვაჭრობა სუამ-ის სივრცის ფარგლებში”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.