მამუკა ბახტაძე - ჩვენ გვჭირდება მმართველობითი სისტემის მოდერნიზაცია, რაც ცვლილებებსაც გულისხმობს
მამუკა ბახტაძე - ჩვენ გვჭირდება მმართველობითი სისტემის მოდერნიზაცია, რაც ცვლილებებსაც გულისხმობს

ჩვენ გვჭირდება მმართველობითი სისტემის მოდერნიზაცია, რაც, რა თქმა უნდა, გულისხმობს ცვლილებებსაც, იქიდან გამომდინარე, რომ თუ ვინმე ამ ტემპს ბუნებრივად ფეხს ვერ აუწყობს, ამ შემთხვევაში აუცილებლად გვექნება ცვლილებები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მმართველობითი სისტემის მოდერნიზაცია აუცილებელია, რათა ხელისუფლებამ დასახულ მიზნებს მიაღწიოს.

კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა ცვლილებები მინისტრთა კაბინეტში, პრემიერ-მინისტრმა უპასუხა, რომ მთავრობა დამტკიცდა ზაფხულში და ბოლო თვეების პროცესებმა კარგად აჩვენა, რომ მიდგომა მთავრობის ზომის შემცირებასთან დაკავშირებით, არის ვექტორი სწორი მიმართულებით.

პრემიერის შეფასებით, გასული თვეების განმავლობაში მინისტრებმა მოახდინეს თავიანთი შესაძლებლობების დემონსტრირება და მთავრობის არსებულ შემადგენლობას მომავალ წელს ექნება კარგი პლატფორმა, კიდევ ერთხელ აჩვენოს საზოგადოებას, რომ ამ გუნდს აქვს შესაძლებლობა, არსებული რესურსით მაქსიმალურად კარგ შედეგებს მიაღწიოს.