მამუკა ბახტაძე - ჩვენ გვჭირდება აქტიური პოლიტიკა რეფორმების გატარების თვალსაზრისით
მამუკა ბახტაძე - ჩვენ გვჭირდება აქტიური პოლიტიკა რეფორმების გატარების თვალსაზრისით

ვფიქრობ, რომ ჩვენ გვჭირდება აქტიური პოლიტიკა რეფორმების გატარების თვალსაზრისით და გვჭირდება ისეთი მოქნილი, მაგრამ ამავე დროს მცირე სტრუქტურები, რომელიც უზრუნველყოფენ ამ პროგრამის შესრულებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ პარლამენტის რამდენიმე გაერთიანებულ კომიტეტზე განაცხადა.

როგორც მამუკა ბახტაძემ განაცხადა, მისი სურვილია, რომ მთავრობის თითოეულმა წევრმა კარგად გაიაზროს, თუ რა გამოწვევების წინაშე დგას ქვეყანა.

„ჩამი სურვილია, რომ კიდევ ერთხელ თითოეულმა ჩვენგანმა კარგად გავიაზროთ, თუ რა გამოწვევებია ჩვენი ქვეყნის წინაშე, რა უნდა იყოს ჩვენი ამოცანები, მიზნები და ჩვენი პოლიტიკა, რომ ამ გამოწვევებს ვუპასუხოთ ადეკვატურად და ეფექტურად. მინდა გითხრათ, რომ ჩემი შეხედულებით, იმისთვის, რომ ამ გამოწვევებს ვუპასუხოთ ეფექტურად, აუცილებელია, სახელმწიფოს მმართველობითი უწყებების და სტრუქტურების მოდერნიზაცია, იმდაგვარი მოდერნიზაცია, რომელიც საშუალებას მოგვცემს ჩვენ ვიყოთ უფრო ოპერატიული ჩვენს გადაწყვეტილებებში, უფრო ეფექტურები და ვიყოთ ეფექტურები იმაში, რომ გადაწყვეტილების მიღებიდან, სანამ ამ გადაწყვეტილების მიღებიდან მიღებული სიკეთე მივა მოქალაქემდე, ეს დრო იყოს მაქსიმალურად დამოკლებული. ვფიქრობ, რომ ჩვენ გვჭირდება აქტიური პოლიტიკა რეფორმების გატარება, გვჭირდება ისეთი მოქნილი და ამავე დროს მცირე სტრუქტურები, რომელიც უზრუნველყოფენ ამ პროგრამის შესრულებას. იმ პროგრამის რეალიზაციისთვის, რომელიც თითოეულ თქვენგანს წარედგინა, აუცილებელ წინაპირობად მიმაჩნია, რომ მქონდეს საშუალება, უახლოეს პერიოდში კანონპროექტის სახით წარმოვადგინო მცირე ზომის მთავრობის კონცეფცია, რომელიც მიხედვითაც ჩვენი მმართველობით გადაწყვეტილებები იქნება უფრო ოპერატიული და ადამიანებზე ჩვენს მოქალაქეებზე ორიენტირებული. ისეთი, რომელიც ადეკვატურად პასუხობს იმ გამოწვევებს, რაც დღეს არსებობს ჩვენი ქვეყნის წინაშე”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.