მამუკა ბახტაძე - ჭიათურაში არსებული სიტუაცია არის მძიმე, ვიზიარებ მაღაროელების სამართლიან და ობიექტურ მოთხოვნას
მამუკა ბახტაძე - ჭიათურაში არსებული სიტუაცია არის მძიმე, ვიზიარებ მაღაროელების სამართლიან და ობიექტურ მოთხოვნას

ჭიათურაში არსებული სიტუაცია არის მძიმე, ვიზიარებ ჩვენი მაღაროელების სამართლიან და ობიექტურ მოთხოვნას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დღეს მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, ჭიათურის მაღარო არის სისტემური მნიშვნელობის მქონე საწარმო და მისი სრულფასოვნად მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია.

„ჭიათურაში არსებული სიტუაცია არის მძიმე. ვიზიარებ ჩვენი მაღაროელების სამართლიან და ობიექტურ მოთხოვნას ისეთ საკითხებში, როგორიც არის შრომის უფლებები, უსაფრთხოება, სამედიცინო მომსახურება ადგილზე, კვება და სხვა საკითხები. ვიცი, რომ ამავე დროს, კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, მათ გააკეთეს შეთავაზება და მინდა, ორივე მხარეს ვთხოვო, რომ რაც შეიძლება ინტენსიური დიალოგის შედეგად, დროულად ჩამოყალიბდეს მისაღებ შედეგებზე. ეს არის სისტემური მნიშვნელობის მქონე საწარმო ჩვენი ეროვნული ეკონომიკისთვის და მისი სრულფასოვანი მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.