მამუკა ბახტაძე - ჩემი პრინციპული პოზიციაა, რომ გადასახადის გადამხდელებს მინიმალური უჯდებოდეთ სახელისუფლო შტოების შენახვა
მამუკა ბახტაძე - ჩემი პრინციპული პოზიციაა, რომ გადასახადის გადამხდელებს მინიმალური უჯდებოდეთ სახელისუფლო შტოების შენახვა

გადასახადების გადამხდელებს ძალიან მინიმალური უნდა უჯდებოდეთ ​ყველა სახელისუფლებო შტოს შენახვა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

„მე მაქვს პრინციპული პოზიცია, რა უნდა უჯდებოდეს გადასახადების გადამხედელებს სახელმწიფოსა და მისი შტოების შენახვა. ჩემი ეს მიდგომა პრეზიდენტის ინსტიტუტთან მიმართებითაც ვრცელდება. გადასახადების გადამხდელებს უნდა უჯდებოდეთ ძალიან მინიმალური ყველა სახელისუფლებო შტოს შენახვა.

რაც შეეხება ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერას, ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა აიღო პაუზა, ჩვენ ვაკვირდებით მოვლენებს და ასევე იმასაც, რომელი კანდიდატები დაარეგისტრირებენ მონაწილეობის სურვილს და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.