მამუკა ბახტაძე ბრიუსელში, აშშ-ის დამოუკიდებლობის აღსანიშნავ მიღებაში მონაწილეობს
მამუკა ბახტაძე ბრიუსელში, აშშ-ის დამოუკიდებლობის აღსანიშნავ მიღებაში მონაწილეობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ბრიუსელში, აშშ-ის დამოუკიდებლობის აღსანიშნავ მიღებაში მონაწილეობს.

ამის შესახებ ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს სრულუფლებიანმა ელჩმა, ნატალია საბანაძემ განაცხადა.

როგორც ნატალია საბანაძემ აღნიშნა, 4 ივნისს ბრიუსელში ამერიკის ელჩი აწყობს დამოუკიდებლობის აღსანიშნავ მიღებას.

„პრემიერი ჩამოვიდა, რადგან მოწვეულია აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ბრიუსელში. დამოუკიდებლობის აღსანიშნავი მიღება როგორც წესი, იმართება 4 ივლისს. მაგრამ ამ შემთხვევაში იმართება 4 ივნისს. ბევრი სტუმარია დაპატიჟებული, მათშორის მამუკა ბახტაძეც, რომელიც ჩამოვიდა. აქედან კი, აშშ-ში მიემგზავრება“, – განაცხადა ნატალია საბანაძემ.

ამასთან, ნატალია საბანაძე არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ მამუკა ბახტაძე უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენკისთან შეხვედრას გეგმავს.

„დაგეგმილი შეხვედრა არ არის, მე არ ვიცი ზელენსკის განრიგი. იქნება თუ არა ის მიღებაზე, სავარაუდოდ იქნება და ასეთ შემთხვევაში ალბათ გადაიკვეთებიან, მაგრამ შეხვედრა წინასწარ შეთანხმებული, დაგეგმილი არ ყოფილა“, – განაცხადა საბანაძემ.